საზოგადოება

ავთანდილ თალაკვაძე: ფაქტობრივად, ელექტრომომარაგების კუთხით ძალიან მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი ბენეფიციარების, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ანალოგიური სიტუაციაა გაზმომარაგების კუთხითაც

6 ლოკაციაზე შექმნილია მიკრო შტაბი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების განაწილების კუთხით, ეს არის: შრომა, ასკანა, მთისპირი, ჯუმათი, კონჭკათი, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ პერიოდისთვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები ყველა მიმართულებით. სადაც იყო ასული ტექნიკა, ცენტრამდე, უკვე აგრძელებს გზას, ცენტრის იქეთ გადაადგილებას, რათა ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს. 6 ლოკაციაზე შექმნილია მიკრო შტაბი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების განაწილების კუთხით, ეს არის: შრომა, ასკანა, მთისპირი, ჯუმათი, კონჭკათი.

ფაქტობრივად, ელექტრომომარაგების კუთხით ძალიან მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი ბენეფიციარების, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ანალოგიური სიტუაციაა გაზმომარაგების კუთხითაც.

ტექნიკა ბოლომდე არ არის შესული ცენტრებამდე, ვგულისხმობ, რომ საავტომობილო მოძრაობა აღდგეს. თუმცა, გადადგილება შესაძლებელია სპეცტექნიკით ან თოვლმავლებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,660 ნახვა