Uncategorized

ტრამპსა და ზელენსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „მადლობელი უნდა იყოთ“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის. სიტყვიერ კონფრონტაციაში ასევე ჩაერია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რომელმაც ზელენსკის მიმართა სიტყვებით: „ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა?

ტრამპის თქმით, ზელენსკი არ იქცევა სათანადოდ, ოვალურ კაბინეტში.

„თქვენ არ გაქვთ უფლება, გვიკარნახოთ, რას უნდა ვგრძნობდეთ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ მოგვარებას“,-განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ზელენსკი მილიონობით ადამიანის სიცოცხლით თამაშობს და რისკავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებით.

ტრამპის თქმით, კიევს არ აქვს კოზირი ვაშინგტონთან მოლაპარაკების დროს. უკრაინა ხომ არ იგებს.

„თქვენი პრობლემები პირდაპირ ახლა იწყება“,-განაცხადა ტრამპმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად თქვა, რომ ზელენსკი მადლობელი უნდა იყოს აშშ-სი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,660 ნახვა