Uncategorized

მარკონი ევროკავშირს მოუწოდებს უარი თქვას აშშ-თან “ბედნიერ ვასალიზაციაზე“

ევროკავშირის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან აშშ-თან ურთიერთობებში „ბედნიერ ვასალიზაციაზე“ და თავიდან აღმოაჩინონ რისკის, ამბიციისა და ძალაუფლების გემო, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„ტრანსფორმაცია, რომელიც უნდა განვიცადოთ დღეს, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვიქცეთ ძალად. ჩვენ ვართ ბაზარი, მშვიდობიანი ადგილი, მაგრამ ცოტათი ამორფულები. ჩვენ წინასწარ არ ვგეგმავთ საკმარისს. ევროპამ თავიდან უნდა აღმოაჩინოს რისკის, ამბიციისა და ძალაუფლების გემო. ეს არ არის ცუდი სიტყვა, პირიქით“, – თქვა მაკრონმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ევროკავშირთან მიმართებაში გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების პასუხი არ უნდა მომდინარეობდეს ვასალური პოზიციიდან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,904 ნახვა