Uncategorized

ბრიტანეთის მონარქმა დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით მეორედ მიიწვია

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ლონდონში მიიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეფის მიწვევა ტრამპს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თეთრ სახლში სტუმრობისას პირადად გადასცა. ტრამპმა, თავის მხრივ განმარტა, რომ გაერთიანებულ სამეფოს და ბრიტანეთის მონარქს აუცილებლად ესტუმრება. ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია.

როგორც ბრიტანული ტელეკომპანია აღნიშნავს, პრეზიდენტი ტრამპი თანამედროვე ისტორიაში პირველი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ბრიტანეთის მონარქმა სახელმწიფო ვიზიტით უკვე მეორედ მიიწვია.

პირველად ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით მონარქის მიწვევით 2019 წელს ჩავიდა. მაშინ ის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მიიწვია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,824 ნახვა