Uncategorized

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია სერბ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სერბეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე არსებული თანამშრომლობა, აგრეთვე, ამ მხრივ ორივე ქვეყნის დღის წესრიგი. ლევან მახაშვილმა გამოხატა სერბეთის მრავალწლიანი გამოცდილების შესწავლის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ინტერესი.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე მოვლენებზე, სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის და ბალკანეთის რეგიონებში განვითარებულ პროცესებზე, აგრეთვე, ორი ქვეყნის პარლამენტების გეგმებზე. შეთანხმდნენ საერთო ინტერესის მქონე საკითხების შესახებ საპარლამენტო საქმიანობის კოორდინირებაზე.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ალბანეთში დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების 21-ე კონფერენციის (COSAP) ფარგლებში იმყოფება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,676 ნახვა