პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს იმსჯელებს მმართველი გუნდისა და “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ იქნება ამოღებული.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების გაუქმებასაც.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი ქართული საზოგადოებისა და კანონმდებლობის თავსმოხვეული ტერმინებისგან გაწმენდაა.
Facebook Comments Box