Uncategorized

მოქალაქე გურიის რეგიონიდან: ორი შვილი მყავს, წამლების, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია. უყურადღებოდ არ ვყოფილვართ

რასაც საჭიროება მოითხოვდა შეძლებისდაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად, ორი შვილი მყავს და არ შემქმნია პრობლემა. წამლების მხრივ, საკვების მხრივ გვერდში დამიდგნენ. ჩემს ირგვლივ ვინც არიან მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია. უყურადღებოდ არ ვყოფილვართ, – განაცხადა გურიის რეგიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მისი თქმით, მასაც და მის მეზობლებსაც გაეწიათ ყველა სახის დახმარება, რისი საჭიროებაც ჰქოდნათ.

გურიის რეგიონის მაღალი ზონის სოფლებში გამოწვევები რჩება. ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ვერ ხერხდება, უწყვეტად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო.

გურიაში 29 ათასამდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, ასევე გაზმომარაგება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს. დიდთოვლობით დაზარალებულ მოსახლეობას სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდება.

ასევე, რეგიონში მოქმედებს შესაბამისი ცხელი ხაზიც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,945,900 ნახვა