დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია ვაშინგტონში დაბრუნება ნებისმიერ დროს, როდესაც ის მზად იქნება მშვიდობისთვის.
„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თეთრ სახლში. ბევრი რამ გაირკვა, რისი გაგებაც წარმოუდგენელი იყო საუბრის გარეშე ასეთი დაძაბულობის ფონზე. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკაც იქნება ჩართული, რადგან მას მიაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მჭირდება უპირატესობა- მე მშვიდობა მინდა. მან გამოხატა უპატივცემულობა შეერთებული შტატებისადმი მის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის“,-დაწერა ტრამპმა.
Reuters-ის ცნობით, ზელენსკიმ თეთრი სახლი სასწრაფოდ დატოვა. მოლაპარაკებების შედეგებზე პრეს-კონფერენცია არ გამართულა. გერმანული Bild-ი წერს, რომ ტრამპმა ზელენსკი თეთრი სახლიდან გააძევა.