საზოგადოება

პრემიერი: რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რაც ნიშნავდა ესკალაციას და საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაცით, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, საქართველოსა და ისლანდიის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, ხოლო ისლანდიის მხრიდან მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა მარტინ ეიოლფსონმა.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ისლანდიას შორის 2018 წელს დაიწყო. 2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში კი, მხარეთა მიერ განხორციელდა შეთანხმების პარაფირება.

შეთანხმება უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის, რაც გაზრდის ავიაკომპანიების დაინტერესებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად, საქართველოსა და ისლანდიის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს და გამოხატეს მზაობა განაგრძონ აქტიური კომუნიკაცია საავიაციო სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,944,202 ნახვა