ორგზის ოსკარის მფლობელი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს.ამის შესახებ AP სანტა-ფეს ოლქის შერიფზე დაყრდნობით იუწყება. სიკვდილის მიზეზი დგინდება, მათთან ერთად, სახლში მკვდარი ნახეს მათი ძაღლიც.
ჰეკმენი 95 წლის იყო, მისი მეუღლე კი, 63-ის.
ჰეკმენი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო. მან იმუშავა ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა ფრენსის ფორდ კოპოლა, კლინტ ისტვუდი, სიდნი ლიუმეტი, ვუდი ალენი, ალან პარკერი და სხვები.
ჰეკმენი 5-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე.
Facebook Comments Box