Uncategorized

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმოთ ოპონენტების განცხადებებს

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები მორიგ შეხვედრას თურქეთის ქალაქ სტამბოლში მართავენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა სტამბოლში ამერიკის გენერალური საკონსულოს შენობაში მიმდინარეობს. დელეგაციების შემადგენლობა უცნობია. როგორც რუსული მედია ირწმუნება, მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება. მოლაპარაკებების მთავარი თემაა – საელჩოების ნორმალური მუშაობის აღდგენა.

ცნობისთვის, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა რამდენიმეწლიანი პაუზის შედეგ პირველი მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ხოლო ამერიკულს – სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წარმოადგენდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,944,151 ნახვა