Uncategorized

ირაკლი კობახიძე: არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას

არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის ერთგვარი უსუსური შანტაჟის მცდელობა.

„ეს შანტაჟი დაიწყო 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა უშედეგო იყო ეს შანტაჟი, გამომდინარე იქიდან, რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,944,146 ნახვა