პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ბრიტანეთის თემთა პალატაში დაწყებული მსჯელობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხება, მარცხისთვის არის განწირული, რადგან რა სახის სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, შედეგი იგივე იქნება, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს არ გაყიდის და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება

ბრიყვის ჩვევაა, ერთი და იმავე ქმედება განახორციელოს იმ იმედით, რომ საბოლოო შედეგი განსხვავებული იქნება. ასეთია დიფ სთეითის მიდგომა, ისინი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უიმედოდ ცდილობენ, რადგან რა სახის სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, შედეგი იგივე იქნება, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს არ გაყიდის და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება,- ასე ეხმიანება ექსპერტი,დავით ჩიხელიძე, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე მსჯელობას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ მსჯელობა არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ჩიხელიძის განცხადებით, იდეის ავტორებმა კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდ ბრიტანეთში კაპიტალს არ ფლობს, შესაბამისად პრაქტიკული თვალსაზრისით ეს იქნება სანქცია სანქციისთვის, მორიგი აბსურდული თემა, რომელიც ოპოზიციისთვის ბურთის გადმოგდებას და საქართველოს ტურბულენტურ ზონაში ყოფნის გაგრძელებას ნიშნავს.

„ ბრიყვის ჩვევაა, ერთი და იმავე ქმედება განახორციელოს იმ იმედით, რომ საბოლოო შედეგი განსხვავებული იქნება. ასეთია დიფ სთეითის მიდგომა, ისინი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უიმედოდ ცდილობენ, რადგან რა სახის სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, შედეგი იგივე იქნება, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს არ გაყიდის და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება. ბრიტანეთის თემთა პალატაში დაწყებული მსჯელობა რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხება, მარცხისთვის არის განწირული, რადგან მას არანაირი ეფექტი და ხელშესახები შედეგი არ ექნება. ივანიშვილის სანქცირების შესახებ მსჯელობა არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება! იდეის ავტორებმა კარგად იციან, რომ ივანიშვილი დიდ ბრიტანეთში კაპიტალს არ ფლობს, შესაბამისად პრაქტიკული თვალსაზრისით ეს იქნება სანქცია სანქციისთვის, მორიგი აბსურდული თემა, რომელიც ოპოზიციისთვის ბურთის გადმოგდებას და საქართველოს ტურბულენტურ ზონაში ყოფნის გაგრძელებას ნიშნავს, რადგან სანქციების შემთხვევაში ოპოზიციას, “ყვირილისთვის” კიდევ ერთი თემა მიეცემა,“- წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,944,195 ნახვა