სამთვიანი უშედეგო მიტინგის შემდეგაც კი, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ საქართველოში მათ გარდა ხალხი არ ცხოვრობს, ან თუ ცხოვრობს, მათ უფლება არა აქვთ ქვეყანას წარმოადგენდნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავს. აი ესაა სწორედ გზა სამოქალაქო კონფრონტაციისკენ,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, გუშინ, ოპოზიციის მიერ გამართულ მორიგ აქციას.
ანჯაფარიძის თქმით, ის აგრესია, რაც გუშინდელი ცალკეული მომიტინგეების მხრიდან მოდიოდა საზოგადოების მეორე ნაწილის მიმართ, კარგად გამოხატავდა საერთო პათოსს.
” ამ დღეებში ჩვენი გულები და გონება სტიქიით დაზარალებულთა თანადგომით არის დაკავებული. თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინდელ მდარე პოლიტიკურ სპექტაკლს და ნაპრეზიდენტალის ბოდვებს. სამთვიანი უშედეგო მიტინგის შემდეგაც კი, როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ საქართველოში მათ გარდა ხალხი არ ცხოვრობს, ან თუ ცხოვრობს, მათ უფლება არა აქვთ ქვეყანას წარმოადგენდნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავს. აი ესაა სწორედ გზა სამოქალაქო კონფრონტაციისკენ. ის აგრესია, რაც გუშინდელი ცალკეული მომიტინგეების მხრიდან მოდიოდა საზოგადოების მეორე ნაწილის მიმართ, კარგად გამოხატავდა საერთო პათოსს,“- წერს ზაალ ანჯაფარიძ