უცხოური მედია

Politico: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც Politico იუწყება, ევროპულ ქვეყნებს რუსული აქტივების დაყადაღება შეუძლიათ, რადგან ისინი აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ. ეს ქმედება მათ დიალოგში საკუთარი ადგილის დაკავების საშუალებას მისცემს.

ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობენ, რომ აუცილებელია რუსული აქტივები უკრაინას გადაეცეს. ამ პოზიციას ეთანხმებიან პოლონეთი, ჩეხეთი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

ისინი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგებიან, საკუთარ პოზიციას იმით ხსნიან, რომ აქტივების კონფისკაციამ, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორები დააშინოს.

„თუ ჩვენ აქტივებს ყადაღას მოვხსნით და მათ უკრაინას გადავცემთ, დავრჩებით არაფრის გარეშე, ვეღარ გამოვიყენებთ მათ სავაჭროდ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,851 ნახვა