უცხოური მედია

საფრანგეთში 74 წლის ქირურგს ასობით ბავშვის გაუპატიურებისთვის ასამართლებენ

საფრანგეთში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელიც ბავშვებზე ძალადობას ეხება. ყოფილ ქირურგ ჟოელ ლე სკუარნეკს ბრალი ედება 299 პაციენტზე განხორციელებულ ძალადობაში. მათგან უმეტესობა არასრულწლოვანი იყო. AP-ს ინფორმაციით, პროცესი 4 თვე გაგრძელდება.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაული 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა 1981-2014 წლებში. მსხვერპლი, როგორ წესი, ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა.

ლე სკუარნეკი ციხეში 2017 წლიდან იმყოფება. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავისი დისშვილების და 6 წლის პაციენტის გაუპატიურებისთვის. ჩხრეკის დროს ექიმს უპოვეს ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი 300 ათასამდე ვიდეო და ფოტო მასალა. ასევე დღიურები, სადაც ის აღწერს თავის დანაშაულებს და თავს პედოფილს უწოდებს. ახალ საქმეებზე მას, სავარაუდოდ, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,956 ნახვა