პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა, ვრეაგირებთ სათანადოდ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა

როგორც კი მდგომარეობა გართულდა, მაშინვე სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი. ვგულისხმობ იმას, რომ თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კობახიძის თქმით, რეალურად, გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება.

„გამომდინარე მდგომარეობიდან, ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სადაც რა რესურსიც იქნება საჭირო, სრული რესურსი იქნება მობილიზებული“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,634 ნახვა