„სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება, ყველაზე არაპოპულარული იყო ადგილობრივ და გლობალურ “მეინსტრიმ” საზოგადოებაში…“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, 2022 წლის 23 თებერვალს, საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებასთან დაკავშირებით: „ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გავაკეთებ იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას.“
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკას.
„ამ განცხადებას კონკრეტული პრინციპული ნაბიჯები და ხისტი გადაწყვეტილებები მოჰყვა, რამაც განაპირობა ცალკე სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და ცალკე, ახალი ორიენტირების ჩამოყალიბება, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესები იქნება სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი! სამი წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკას – ” ჩვენი თავი, ჩვენადვე გვეყუდნეს”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.