Uncategorized

გივი მიქანაძემ ყვარელში, სოფელ ახალსოფლის ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, კომიტეტის წევრებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სრულად რეაბილიტირებულ №1 საჯარო სკოლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„სკოლის ახლად რეაბილიტირებულ შენობაში მოწყობილია თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები.

კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტს სწორედ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კუთხით განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს.

„მისასალმებელია, რომ მუნიციპალიტეტებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ მოზარდ თაობაზე და შევუქმნათ მათ ისეთი გარემო, რომელიც სწავლისა და განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ჩვენი ხალხი, მომავალი თაობა და სწორედ განათლების სექტორში განხორციელებული ინვესტიცია არის პირდაპირ მიმართული ამ ქვეყნის გაძლიერებასა და მის სამომავლო წინსვლაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ახალსოფლის №1 საჯარო სკოლა 800-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

სკოლის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ასისტიშვილი.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ასევე ესტუმრნენ სოფელ შილდის ახლად რეაბილიტირებულ №2 საბავშვო ბაღს.

კომიტეტის წევრებმა ბაღის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საბავშვო ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,836 ნახვა