შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეც ტექნიკა, ადამიანური რესურსი.
თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულები და თანაშემწეები ხელმძღვანელობენ. \
იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმადე იქნას დაყვანილი. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს სრული დატვირთვით მიეწოდება.
Facebook Comments Box