ყველაფერი ცხადია. ყველა ყალბი ბრალდება, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იკადრა, შემოიარა მსოფლიოს ტელევიზიები, ქართველ ხალხს აბრალებდა, რომ აქ თავის ხმას ყიდდა ვიღაცა, ვიღაცა ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნის გავლენებით მოქმედებს და ასე შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნამ წერტილი დაუსვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუ კი ვინმეს აქვს რაიმე მტკიცებულება შეუძლია მივიდეს პროკურატურაში და წარადგინოს ის.
„ყველაფერი იყო ტყუილი და ამ ტყუილზე ააწყეს მთელი თავისი ნარატივი. აგერ არის პროკურატურა და მივიდნენ თუ რამის თქმა უნდათ. ქალბატონი სალომე, რომ ცრუპენტელობდა და საქართველოს აბრალებდა მაშინ სიყალბეს და ასე შემდეგ, არც კი მივიდა პროკურატურაში, რომ ჩვენება მიეცა. რატომ? იმიტომ არაფერი არ აქვს ამასთან დაკავშირებით. მას პირდაპირ ჰკითხეს, მათ შორის თუ არ ვცდები CNN-ზე აძლევდა ინტერვიუს, კითხეს კიდევაც, რომ ამბობთ, რომ რუსეთი ჩაერია ამ არჩევაში რა მტკიცებულებები გაქვთო? არაფერი არ მაქვსო. ასე უბრალოდ, ხელაღებით შეუძლიათ საკუთარ ქვეყანას გადაუარონ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეებმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.