ჩვენ ვიყავით თანაინიციატორები აშშ-ის რეზოლუციის, მხარს ვუჭერდით და მივყევით კიდევაც იმ პროცედურას, რომელიც იყო დაკავშირებული ამ რეზოლუციასთან. როგორც იცით ეს რეზოლუცია ასამბლეაზე არ იქნა მიღებული, თუმცა შემდგომ უშიშროების საბჭომ დაამტკიცა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მიზეზი, რატომაც მხარს ვუჭერთ აშშ- ის ახალია ადმინისტრაციის პოლიტიკას არის ის, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით სამი წლის წინ, დღეს ამაზე უფრო მეტი ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი საუბრობს. უპირველეს ყოვლისა საუბრობს თავად აშშ -ის ახალი ადმინისტრაცია. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს არის აშშ. ჩვენ ვნახეთ ბევრი ევროპელი ხელისუფალი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, უკრაინას აქეზებდა, ჰპირდებოდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ ამ ომში. სად არიან ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ რომ ამ ომში გამარჯვებდა.
ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია, რომ ეს ომი ისე დაასრულოს, რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები არის აშშ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აშშ – ის პოზიცია დღეს ემთხვევა იმ პოზიციას, რომელი ჩვენ ჯერ კიდევ სამი წლის წინ გვქონდა. ეს რეზოლუცია, რომელიც დააინიციირა აშშ-მა გარკვეულწილად ანარეკლია იმ რეზოლუციისა, რომელიც 2022 წლის პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
ჩვენ მოვუწოდებდით ყველას, რომ თავიდან აეცილებინათ ომი. სამწუხაროდ მაშინ ვერ შეძლო სამყარომ, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა, თუმცა დღეს ცხადია, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.