პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩო სახდეპის განცხადებას აზიარებს და და ე.წ. ქარდებს აქვეყნებს

შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება, რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში თავის გვერდზე აზიარებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გაერო-ს უშიშროების საბჭოში აშშ-ის რეზოლუციის მიღება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

„შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია. აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაერო-ს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,530 ნახვა