საზოგადოება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე: დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მობილიზებულია 70-მდე სპეციალური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი, გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები

დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თავდგირიძის განცხადებით, მობილიზებულია როგორც რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, ისე მუნიციპალიტეტის 700-მდე თანამშრომელი, რომლებსაც მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც უწევენ დახმარებას.

“დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა – ბათუმის მერია, არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აჭარის მთავრობა, თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი. ამასთანავე გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოს წევრებთან ერთად უბნების მიხედვით არიან გადანაწილებული. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან გაწმენდა. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც დახმარებისთვის მოგვმართეს,” – წერს ირაკლი თავდგირიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,547 ნახვა