პოლიტიკა

გია აბაშიძე დიდთოვლობაზე – რადიკალების ხელოვნური ისტერია ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში

აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლი, შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ დასავლეთ საქართველოში უხვი თოვლით გამოწვეული პრობლემების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და ამის დამადასტურებელ ფოტო მასალას აქვეყნებს.

მისივე თქმით, ყოველმხრივ დისკრედიტირებულმა ნაცოპოზიციამ ტრაგიკომიკურად მოირგო დიდთოვლობასთან “მებრძოლთა მანტია” და მათი ხელოვნური ისტერია ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში.

„ყოველმხრივ დისკრედიტირებულმა ნაცოპოზიციამ ტრაგიკომიკურად მოირგო დიდთოვლობასთან “მებრძოლთა მანტია”, შეეშვან იმ ყველაფერს, რაშიც მათი კომპეტენცია ნულია. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლი, შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ დასავლეთ საქართველოში უხვი თოვლით გამოწვეული პრობლემების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის. რადიკალების ხელოვნური ისტერია ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში. მათთვის აჯობებს, რომ გააგრძელონ ე.წ. კონსოლიდაცია თვითმარქვია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ და ქვაბებიანი ვუდუ-წანწალი რუსთაველზე“, – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,488 ნახვა