პოლიტიკა

“მე ვარ სამხედრო ტყვე და მძევალი… დღევანდელი პროცესი ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება და მისი დაცინვაა” – მიხეილ სააკაშვილი

“მე ვარ სამხედრო ტყვე და მძევალი” – ეს განცხადება “ვივამედიდან” სასამართლოზე ჩართვის დროს მიხეილ საააკაშვილმა გააკეთა.

მიხეილ სააკაშილმა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ივანიშვილის პირადი პატიმარია. თქვა ასევე, რომ “ქართული ოცნება” დღეს ბიუჯეტიდან იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე მისი მმართველობის დროს იხარჯებოდა.

„დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. და თქვენ არ მოხსენით გრიფით საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს მხოლოდ  ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მე გაგემტყუნებინეთ. ეს არის არა მხოლოდ ჩემი დაცინვა და საქართველოს დაცინვაა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება და მისი დაცინვა, რომ თქვენ მისი გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში. ამერიკის პრეზიდენტსაც ასამართლებთ თქვენ დღეს. თითიდან გამოწოვილია, ჰილარის კლინტონის რედბულით დაწყებული, დამთავრებული პრეზიდენტს კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინით და პრეზიდენტ ტრამპის გამასპიძლებით და მეორეს მხრივ, 15 მლრდ დოლარი, რომელიც მე დავუმატე საქართველოს. სინამდვილეში, თქვენ 8 მლნ ე.წ. გაფლანგვისთვის კი არ მასამართლებთ, თქვენ მასამართლებთ იმისთვის, რომ საქართველოს 15 მლრდ დავამატე, – განაცხადა სააკაშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,024 ნახვა