პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ჭირისუფალზე სექტანტური თავდასხმის რაღაც ახალი ნაირსახეობა, ან მომენტის გამონახვა იმისთვის, რომ ბინძურ ბრალდებებს მყისიერად ვერ უპასუხოს ადამიანმა და უფრო ადვილად გაგაშავონ

ნაცობა რომ ავტომატურად უკიდურეს ამორალურობას ნიშნავს, ამისი კიდევ ერთი ნათელი დადასტურება: დღეს გავარკვიე, რომ ჩემთვის სამი სხვადასხვა საზიზღრობა დაუბრალებიათ სამი დღის განმავლობაში, ვიდრე ოჯახის გარდაცვლილ წევრს ვგლოვობდი…,-წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ახლა ნაცმედიის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ დანაყოფს, ტვ1-ს უთქვამს, ქართულ ოცნებაში დეკლარაციებს მალავენ, კორუფციაში რომ არ ვამხილოთო და “კორუმპირებულ პირთა საილუსტრაციოდ” სამი გვარი, კობახიძე, მდინარაძე და გომელაური დაუსახელებიათ.

პარალელურად, თავადვე ამბობენ, რომ ანტიკორუფციულის საიტია მთლიანად გათიშული…

ამავე დროს, ძალიან სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურიც ორი დღის წინ გარდაცვლილ ოჯახის წევრს გლოვობს…

ან დამთხვევაა, ან ჭირისუფალზე სექტანტური თავდასხმის რაღაც ახალი ნაირსახეობა, ან კიდევ მომენტის გამონახვა იმისთვის, რომ მათ მიერ მოგონილ ბინძურ ბრალდებებს მყისიერად ვერ უპასუხოს ადამიანმა და უფრო ადვილად გაგაშავონ.

თავად დაბრალებულ თემებზე და მათი ამაზრზენობის ხარისხზე არაფერს ვიტყვი…

პრინციპში, გასაკვირიც არ არის, არა თუ ასეთი ამორალურობა და დაბრალებები, არამედ საკუთარ სამშობლოს და ხალხს წირავდნენ ომისა და გარდაუვალი დაღუპვისთვის. დღესაც კი კუდს იქნევენ, საბედნიეროდ – უშედეგოდ!

ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება!“,-წერს მამუკა მდინარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,943,159 ნახვა