Uncategorized

ირაკლი კობახიძე იუნკერთა ხსოვნის დღეს ეხმიანება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში იუნკერთა ხსოვნის დღეს ეხმიანება.

„23 თებერვალი, იუნკერთა ხსოვნის დღე“, – აღნიშნულია ქარდზე.

23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. პარლამენტის სასახლის ეზოში, 1921 წელს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

104 წლის წინ, კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებებისას ქართველი იუნკერების თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,636 ნახვა