Uncategorized

ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინს დიქტატორად: ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ

JPG resized with https://ezgif.com/resize

ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ვლადიმირ პუტინს დიქტატორად.

კითხვაზე – თქვენ ზელენსკის დიქტატორი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, პუტინიც დიქტატორია? – დონალდ ტრამპმა უპასუხა:

ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ. ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მე მინდა ვიხილო ცეცხლის შეწყვეტა და მინდა შეთანხმება შედგეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, რომ შეთანხმება შედგეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა. მსურს მკვლელობის შეჩერება. თქვენ იცით, რომ ეს [ომი] დიდად არ მოქმედებს შეერთებულ შტატებზე, ეს ომი გავლენას ახდენს ევროპაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,288 ნახვა