ვოლოდიმირ ზელენსკის სჭირდება ომი, რადგან ვიდრე ომი გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აშშ-ში კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო, მაგრამ რუსეთს უსაფრთხოების სერიოზული მიზეზები ჰქონდა, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში შეცდომაში შეიყვანეს ნატო-ს გაფართოების საკითხზე.
რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინა არის ცუდი სტრატეგიის მსხვერპლი და შეუზღუდავმა სამხედრო, ფინანსურმა და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან ერთად, ვერ მოუტანა სასურველი შედეგები.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა უნდა დაეხმაროს ამერიკის პრეზიდენტს, რომ დასრულდეს ომი და არ შექმნას მისთვის დაბრკოლებები.
„ვიდრე ომი მიმდინარეობს, ძნელია გამოძიება, თუ სად მიდის უკრაინისთვის გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი და სად ხვდება იარაღის დიდი რაოდენობა. ზელენსკიმ იცის, რომ ვიდრე ომი მიმდინარეობს, მას აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა ევროკავშირისგან. დიახ, სამშვიდობო მოლაპარაკება ხდება იმ დროს, როდესაც უკრაინა ძალიან სუსტია. ეს არის ასევე მიზეზი, რის გამოც მოლაპარაკებების დებულებები არ შეესაბამება უკრაინის მდგრადი მშვიდობის იდეას და მის ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა რობერტ ფიცომ.