Uncategorized

ზელენსკიმ ტრამპის კრიტიკის შემდეგ ევროპის შვიდი ქვეყნის ლიდერს დაურეკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკის შემდეგ ევროპის შვიდი ქვეყნის ლიდერს დაურეკა, – ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ტელეგრამ-არხიდან ხდება ცნობილი.

თავიდან, ზელენსკიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი პლენკოვიჩთან საუბრის შესახებ. ერთი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართულ სატელეფონო საუბრის შესახებ.

„რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო უსაფრთხოა პოლონეთი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მესამე ლიდერი, რომელთანაც ზელენსკის საუბარი შედგა ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი გახდა.

ამის შემდეგ, ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ულფ კრისტერსონთან, სლოვენიის პრემიერ მინისტრ რობერტ გოლობთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართა.

ზელენსკი ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს ლუკ ფრიდენს ესაუბრა.

გავრცელებულ ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ ევროპის შვიდი ქვეყნის ლიდერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უსაფრთხოების გარანტიებზე საერთო სამომავლო სამუშაოები განიხილა.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ზელენსკი, რომელსაც „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,221 ნახვა