უცხოური მედია

გათავისუფლების ცერემონიაზე, გახარებულმა მძევალმა ჰამასის მებრძოლს თავზე აკოცა

ებრაელმა მძევალმა, გათავისუფლების საჯარო ცერემონიაზე, რომელიც ღაზაში გაიმართა, ემოციები ვერ დაიმორჩილა და ჰამასის მძევალს თავზე აკოცა. 

22 წლის ომერ შემი, რომელიც ჰამასმა Nova-ს ფესტივალიდან გაიტაცა, ორ სხვა მძევალთან ერთად ისრაელს გადასცეს. ისინი არიან 27 წლის ელი კოენი და 23 წლის ომერ ვენკერტი. სამივე მათგანის გათავისუფლების პირდაპირი ტრანსლაცია ისრაელში გადაიცემოდა. მძევლები იცინოდნენ და შეკრებილ ხალხს ხელს უქნევდნენ. 

ამჟამად მძევლები ისრაელის არმიასთან ერთად სამშობლოში ბრუნდებიან.

ომერ შემის მამა ისრაელის ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამბობს, რომ ოჯახის 505-დღიანი კოშმარი დასრულებულია. ომერის ბებიამ კი, Channel 12-ს განუცხადა, რომ მისი შვილიშვილისგან ეს ქცევა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ის ყველასთან, ჰამასთანაც კი, ახერხებს ურთიერთობის მოგვარებას.. „ის მათაც კი უყვართ“,-განაცხადა მძევლის ბებიამ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,281 ნახვა