Uncategorized

New York Post: ტრამპის გუნდი ზელენსკის უკრაინიდან წასვლას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ აქვს დიდი მხარდაჭერა, რის გამოც ტრამპის გარემოცვა თვლის, რომ მან უკრაინა უნდა დატოვოს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობების გაფუჭება, თითქოს მოულოდნელია, მაგრამ ამაში არაფერია ახალი.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოვისმინე, რომ ახალი არჩევნებისა და ახალი ხელისუფლების დანიშვნის დროა“, – ციტირებს New York Post-ი საკუთარ წყაროს, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ თეთრ სახლში ზელენსკის საწინააღმდეგო განწყობებია.

კიდევ ერთი წყარო, რომელიც ტრამპთან არის დაახლოებული, უყვება გამოცემას, რომ ზელენსკისთვის საუკეთესო ვარიანტი საფრანგეთში გადახვეწა იქნებოდა. თეთრი სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი New York Post-ს უყვება, რომ ამერიკის ხელისუფლება არ უჭერს მხარს ზელენსკის მიერ უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას, კერძოდ, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,188 ნახვა