უცხოური მედია

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის ახალ დახმარებას არ დაამტკიცებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს არ დაამტკიცებს.

„არავის აქვს ამის მადა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც იაზრებენ ამის აუცილებლობას“, – თქვა ჯონსონმა.

იგი უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთმა 700 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო უკრაინის დანაკარგები მეტია. „ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს კონფლიქტი“, – დასძინა ჯონსონმა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არის „ბრუტალური ძალა“, რომელსაც ამ ომის დასრულება შეუძლია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,815 ნახვა