Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე: მისიის ხელმძღვანელები, რომლებიც იყვნენ საქართველოში და ასევე სხვაგან, იმ პროცესების მოკლე შეჯამებას გააკეთებენ, რასაც დააკვირდნენ – ეუთოს ანგარიშში, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, არანაირი ცვლილება არ შევა

x

დღეს გაიმართება განხილვა ყველა არჩევნებისა, რომელსაც ეუთო აკვირდებოდა შარშან, ანუ 2024 წელს. იქნება ზოგადი განხილვა და არ იქნება ვთქვათ კონკრეტული დეტალების განხილვა, – განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.

„აქედან გამომდინარე, მისიის ხელმძღვანელები, რომლებიც იყვნენ საქართველოში და ასევე სხვა მისიებში, მოკლე შეჯამებას გააკეთებენ იმ პროცესებისა, რომელსაც ისინი დააკვირდნენ და ასევე ექნებათ ალბათ რამდენიმე რეკომენდაცია თითოეული ქვეყნისთვის, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დამთავრებული საქართველოთი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის ეუთოს ანგარიშს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, იქ არანაირი შესწორებები და ცვლილებები არ შევა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ვენაში მუშაობას განაგრძობს. ქართული დელეგაცია საკომიტეტო მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ინტერესია მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, რეკომენდაციების შესრულება და ეუთოს აქტიური როლი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,815 ნახვა