პოლიტიკა

ლორა თორტონი მოუწოდებს მომიტინგეებს საქართველოში, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.

გამოცემა Civil.ge-სთვის დაწერილ სტატიაში, სახელწოდებით „როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?“ თორნტონი წერს, რომ მას ქართველ პროტესტის მონაწილეთა გამძლეობა ახსენებს დემოკრატიის სხვა გმირებს.

„მოძრაობის გადაყვანა ღამის პროტესტებიდან დღის სტადიაზე, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა – ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა – ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საბოლოოდ, ხშირად ეს რიცხვების თამაშია – მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარცხვენს”, – წერს თორნტონი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,211 ნახვა