აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სკოტ ბესენტს საკმაოდ უხეშად მოექცნენ კიევში ბოლოდროინდელი ვიზიტისას. როგორც ცნობილია, ბესენტის ვიზიტის დროს ზელენსკის ხელი უნდა მოეწერა იშვიათი წიაღისეულის შესახებ გარიგებაზე, თუმცა უკრაინამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა.
„სკოტ ბესენტი იქ ჩავიდა და საკმაოდ უხეშად მოექცნენ, რადგან არსებითად უარი უთხრეს, ხოლო ზელენსკის ეძინა და მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. მან მრავალი საათი იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათო მგზავრობაა. ჩვენ ვსაუბრობთ სახაზინო მდივანზე. ის იქ დოკუმენტის ხელმოსაწერად ჩავიდა და როცა მივიდა, ხელცარიელი დაბრუნდა. მათ არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს“, – თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ამ შეთანხმების აღდგენას, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
„დიახ, მე ვფიქრობ, რომ აღვადგენ ამ გარიგებას. ნახავთ, რა მოხდება, მაგრამ მე აღვადგენ შეთანხმებას ან რაღაცები მას არ გაახარებს. შეხედეთ, არჩევნების დროა“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას აინტერესებს, სად არის ის ფული, რომელსაც აშშ უკრაინაში აგზავნის?