პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლორა თორნტონის განცხადებას „ნაგვის არ გატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“, სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ფუნქციადაკარგულ ევროპელ პოლიტიკოსებს, რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში მათ აზრს ფასი აქვს.
“გიჟი ქორწილში მივიდა, ჩემს სახლს ესა სჯობიაო”… ნაგავი არ გაიტანოთო, ბრძანა „დიფ სთეითის“ მალფუჭებადმა ნარჩენმა და „ნიჩურიტი“ გააკეთა – ჩემი თავი არ მიგულისხმიაო… ყველაზე სასაცილო სანახავი ეს ოკეანე გაღმელი, ფუნქცია დაკარგული იდიოტები არიან, საკუთარ ქვეყანაში აზრსაც რომ აღარავინ ეკითხებათ და საქართველოში ჰგონიათ ვინმე რაიმედ აგდებს,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Facebook Comments Box