ექსპერტი გია აბაშიძე იმ ძირითად საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„18 თებერვალს ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ უფრო მწვავედ გააკრიტიკა ზელენსკი და აღნიშნა:
– ზელენსკი სრულიად არაკომპეტენტური პრეზიდენტია, ის სასაცილო განცხადებებს აკეთებს და მისმა ხელმძღვანელობამ ომის გაგრძელების საშუალება მისცა. ამას დაემატა ასევე არაკომპეტენტური ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია, რომლებმაც დაუშვეს ეს საშინელი ომი უკრაინაში.
– ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ უკრაინა არ მიიწვიეს საუდის არაბეთში მოლაპაკებათა მაგიდასთან. სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა, რატომ არ გამართა მოლაპარაკებები რუსეთთან?!
– უკრაინაში დიდი ხანია არჩევნები არ ჩატარებულა. მართალია ჩემთვის სამწუხაროა, მაგრამ ზელენსკის ამჟამად 4%-იანი რეიტინგი აქვს.
– ზელენსკიმ არ იცის სად არის იმ თანხის ნახევარი ($300+ მილიარდი), რომელიც აშშ-მ უკრაინას გამოუყო. უკრაინას მოუწევს გადახდა, ან გაარკვიოს სად წავიდა ფული.
– რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქების 100%, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.
– უკრაინის კონფლიქტი რამდენიმე წლის წინ ტერიტორიული დანაკარგის გარეშე გადაწყვეტილი იქნებოდა თუნდაც საშუალო დონის მოლაპარაკების მიერ.
– ევროკავშირს შეუძლია სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკრაინაში და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, დიდად მიესალმები.
– ადამიანების ეს ბარბაროსული ხოცვა უკრაინაში უნდა დასრულდეს! არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იღუპება, უკრაინელი თუ რუსი, ისინი ყველანი ადამიანები არიან.
– უკრაინას სჭირდება არჩევნები, თუ მას სურს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსეთი უკრაინას არჩევნებისკენ კი არ უბიძგებს, არამედ სიტუაციას მოითხოვს.“