პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების ერ-რიადის რაუნდი ჩატარდა ევროკავშირის გუშინდელი “მინი-სამიტის” ფონზე, რომელმაც გაუგებრობის მეტი არაფერი მოუტანა

პარიზში EU-ს რვა წევრი ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აშშ- სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ მსგავსი შეხვედრა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამართულა.

დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნების წარმომადგენლები მედიასთან მხოლოდ ზოგად საკითხებზე ისაუბრებდნენ, თუმცა ეს ზოგადიც მრავლისმთქმელია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი მხარეების გამოხმაურებებს ციტირებს და აღნიშნავს, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მომდევნო დიალოგის აუცილებლობაზე.

” საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავდნენ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასა და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას. შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და გახდა პირველი, ასეთი მაღალი დონის შეხვედრა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თავიდანვე იყო მოსალოდნელი, რომ პრესასთან მხარეები მხოლოდ ზოგად გზავნილებს გააჟღერებდნენ. თუმცა ურთიერთობებში სამწლიანი პაუზის შემდეგ ეს “ზოგადიც” მრავლისმეტყველია. ასე მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მოლაპარაკებებს “სასარგებლო” უწოდა და აღნიშნა, რომ მხარეები „არა მხოლოდ უსმენდნენ, არამედ ესმოდათ ერთმანეთის პოზიცია“. მისი თქმით, აშშ-მ “უფრო კარგად შეიგნო რუსეთის პოზიცია”. ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა სხვა მიღწეულ კონკრეტულ შეთანხმებებს, მათ შორის: მხარეები შეთანხმდნენ დააჩქარონ ელჩების დანიშვნის პროცესი მოსკოვსა და ვაშინგტონში და მოაგვარონ დიპლომატიური მისიების მუშაობასთან დაკავშირებული ბარიერები. გადაწყდა მაღალი დონის ჯგუფების შექმნა, რომლებიც იმუშავებენ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე. აშშ-ის მხარე უახლოეს პერიოდში დაასახელებს თავის წარმომადგენლებს ამ მოლაპარაკებებში. პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რთულია პოზიციების დაახლოებაზე საუბარი, თუმცა “ამაზე საუბარი ნამდვილად შედგა”. რაც შეეხება ამერიკული მხარის შეფასებას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, შეხვედრას “მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა აღნიშნა, რომ ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის მყარი მშვიდობის მისაღწევად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტემი ბრუსმა, განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე: კონსულტაციების მექანიზმის შექმნა, რომლის მიზანია დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა და დიპლომატიური მისიების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა. მოლაპარაკებების ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას უკრაინის კონფლიქტის შეჩერების შესაძლო გზებზე. სამომავლო თანამშრომლობის საფუძვლის შექმნა, რაც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს იმუშაონ ორმხრივი ინტერესების სფეროებში, ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე, რაც შეიძლება გაჩნდეს უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

მიუხედავად პოზიტიური ტონისა, აშშ-ის მხარემ აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ქმედებები და დიალოგის გაგრძელება. ტრამპისა და პუტინის შეხვედრის საკითხი კვლავ ღიაა და მოითხოვს დამატებით მომზადებას. საბოლოო ჯამში, ორივე მხარემ გამოხატა ინტერესი ურთიერთობების გაძლიერებისადმი და შეთანხმდნენ, რომ შემდგომი მოლაპარაკებებისას გაითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს.

აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების ერ-რიადის რაუნდი ჩატარდა ევროკავშირის გუშინდელი “მინი-სამიტის” ფონზე, რომელმაც გაუგებრობის მეტი არაფერი მოუტანა პარიზში EU-ს რვა წევრი ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს. სასოწარკვეთილ მცდელობას წააგავს პრეზიდენტ მაკრონის კიდევ ერთი მცდელობა – მეორე გადაუდებელი შეხვედრის ჩატარების სახით, სადაც კვლავ განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს უკრაინასა და ევროპაში. ეს მორიგი შეხვედრა ხვალაა მოსალოდნელი. მოწვეულ ქვეყნებს შორისაა ნორვეგია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია და კანადა. საინტერესოა, შეახსენებს თუ არა ლიეტუვა “სამიტის” წევრებს, რომ რუსეთი – “ტერორისტი-ქვეყანაა”, ხოლო მასთან მოლაპარაკე აშშ, “ტერორიზმის” ხელშემწყობია. ასევე, წამოწევს თუ არა ესტონეთის წარმომადგენელი დღეს ერ-რიადში ჩასული ამერიკელი მაღალჩინოსნების დასანქცირების საკითხს…”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,795 ნახვა