Uncategorized

ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდი, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, დედამიწის მაგივრად შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს

ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდი „2024 YR4″, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, დედამიწის მაგივრად შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს, – თვლის სპეციალისტი არიზონის უნივერსიტეტიდან დევიდ რენკინი.

მისი თქმით, მთვარესთან ასტეროიდის შეჯახების ალბათობა 0,3%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწის ერთადერთ თანამგზავრს არ აქვს ატმოსფერო, „2024 YR4″ დაბრკოლების გარეშე შეძლებს მიაღწიოს მთვარის ზედაპირს და შექმნას კრატერი, რომლის დიამეტრიც ორ კილომეტრს მიაღწევს.

ეს მხოლოდ პატარა ხვრელი იქნება მთვარის ყველაზე დიდ კრატერთან – ეიტკინთან შედარებით, რომლის დიამეტრიც 2050 კილომეტრია, – აღნიშნა რენკინმა.

მეცნიერის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ასტეროიდი მთვარეს შეეჯახება, ამის დანახვა დედამიწიდან შესაძლებელი იქნება. ამ შეჯახებამ შესაძლოა გარკვეული მასალის გამოსროლა გამოიწვიოს. მათმა გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება დედამიწამდეც მოაღწიოს, თუმცა დიდი ალბათობით ეს ფრაგმენტები არ იქნება საშიში და ატმოსფეროში მთლიანად დაიწვება.

თავდაპირველად ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) იუწყებოდა, რომ ყურადღებით აკვირდება ასტეროიდს, რომელიც წინასწარი გათვლებით შეიძლება დედამიწას შვიდი წლის შემდეგ შეეჯახოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,487 ნახვა