Uncategorized

ტრამპი: დღეს მოვისმინე – „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ – სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის

JPG resized with https://ezgif.com/resize

დღეს მოვისმინე – „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ – სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

„ვფიქრობ, რომ მე მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კარგად მიდის. მაგრამ დღეს მოვისმინე – „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ – სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„მათ სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ ადგილი [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მანამდეც. ამის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლებოდა. გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც შეეძლო წლების წინ გადაეწყვიტა ეს საკითხი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი.

„შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გარეშე. ჩვენ არ მიგვიწვიეს ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე საუდის არაბეთში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო, როგორც ბევრისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,325 ნახვა