Uncategorized

ტრამპისა და მასკის განცხადებით, ისინი აშშ-ში ბიუროკრატიის დამარცხებას და დემოკრატიის აღდგენას ცდილობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ტელეარხ Fox News-თან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ცდილობენ დაამარცხონ ბიუროკრატია და აღადგინოთ დემოკრატია.

ტრამპმა და მასკმა Fox News-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში არამიზნობრივად დახარჯულ თანხაზე ისაუბრეს.

„ჩვენი მიზანია ერთი ტრილიონი დოლარის დეფიციტის გამოყვანა. თუ ეს არ მოხდება, ამერიკა უკან დაიხევს. მოხდება ინფლაცია და მივალთ ბანკროტამდე. მათ დახარჯეს ჩვენი ფული. ცხრა ტრილიონი დოლარი ფანჯრიდან გადაგდებულია“, – თქვა ტრამპმა.

მასკმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისი უწყება გზადაგზა უზარმაზარ ბიუროკრატიას აწყდება.

„ჩვენ რეალურად ვცდილობთ ხალხის ნება პრეზიდენტის საშუალებით აღვადგინოთ. გზადაგზა ვაწყდებით უზარმაზარ ბიუროკრატიას. ეს არის უდიდესი ფედერალური ბიუროკრატია, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტისთვის. თუ ხალხის წარმომადგენლის, პრეზიდენტის ნება არ სრულდება, ეს ნიშნავს, რომ ხალხის ნებაც არ სრულდება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ არა დემოკრატიაში, არამედ ბიუროკრატიაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცდილობთ დავამარცხოთ ბიუროკრატია და აღვადგინოთ დემოკრატია და ხალხის ნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,325 ნახვა