პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისგან „უამრავ დეზინფორმაციას“ აწყდება.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის მიმართ სრული პატივისცემით, ის დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას მაღალი რეიტინგი აქვს და ამ ეტაპზე ლიდერის პოზიციაზე მისი შეცვლა ვერ მოხერხდება. ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას მაგალითისთვის მოიყვანა გამოკითხვის ის შედეგები, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ხალხის 58% მას ენდობა, როგორც ლიდერს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება მოჰყვა ტრამპის გამოსვლას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ზელენსკის რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა, ხოლო ხალხი დაიღალა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს „მტკიცებულება“, რომ დეზინფორმაცია 4%-იანი რეიტინგის შესახებ რუსეთის მიერ ვრცელდება და „ეს ციფრები აშშ-სა და რუსეთს შორის განიხილება“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,815 ნახვა