პოლიტიკა

გია აბაშიძე “ტვ პირველის” ოპერატორის მიერ აქციის ორგანიზატორისგან ფულის აღების კადრებზე: დაქირავებული ნაცპროვოკატორების ჰეროიზაცია ვერასდროს დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში, თუნდაც ტოქსიკურ “ნაცმედიაში” მუშაობდეს – ფასიანი ე.წ. პატრიოტები არ უნდა სარგებლობდნენ ინდულგენციებით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, POSTV -ის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, რომელშიც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე მის მონაწილეებში, რომელთა შორის, „ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილიც არის. აბაშიძის განცხადებით, დაქირავებული პროვოკატორები გმირები ვერასდროს გახდებიან ქართულ საზოგადოებაში, ხოლო ფასიანი “პატრიოტები”, ინდულგენციებით არ უნდა სარგებლობდნენ კანონდარღვევის შემთხვევაში.

“დაქირავებული ნაცპროვოკატორების ჰეროიზაცია ვერასდროს დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში, არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც ტოქსიკურ ნაცმედიაში მუშაობდეს თუ ე.წ. “ენჯეოელი” იყოს. მხილებით, გამოვლენითა და კანონდარღვევის შემთხვევაში, მართლმსაჯულების პასუხით, ფასიანი ე.წ. პატრიოტები არ უნდა სარგებლობდნენ რაღაც ინდულგენციებით. POSTV- მ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე. ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის ფულს იღებს „ტვ პირველის” “ოპერატორი”, ლაშა ჯიოშვილი.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,476 ნახვა