პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ელისეს სასახლეში ევროპელი ლიდერების შეხვედრას ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ ეს შეხვედრა რუსეთსა და ამერიკას შორის დაგეგმილი შეხვედრის საპირწონედ ჩატარდა და ორი ძირითადი საკითხი განიხილეს – უკრაინის საკითხი და აშშ-ს მხრიდან დახმარების საკითხი. „ასე “ტონკად” ის, რომ უკრაინა – ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
“დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს” – დაახლოებით ასეთი დევიზით მიმდინარეობდა გუშინ პარიზში “დიფ სთეითის” ევროვასალების “სამიტი”. დღის წესრიგი: 1) ამერიკის დახმარების იმედი აღარ უნდა გვქონდეს და რა ვქნათ; 2) რა ვუყოთ უკრაინას; ეს შეხვედრა ჩატარდა საუდის არაბეთში რუსეთ-ამერიკის მიმდინარე შეხვედრის საპირწონედ. პირველ საკითხზე გადაწყვიტეს – უნდა გავძლიერდეთ, რაც შეიძლება! ამისთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრძანა – უკრაინის წინაშე პასუხისმგებლობას ვათვითცნობიერებთ, მაგრამ აქ, ევროპაშიც, გვჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ასე “ტონკად” ის, რომ უკრაინა – ევროპა არაა, ჯერ არავის უთქვამს. ევროკავშირის პრეზიდენტის ეს მოწოდება, პრინციპიდან: “მე მივდივარ და ჩემგან რა მიდის” – მოიწონა გერმანიის კანცლერმა. გავზარდოთო.
უთანხმოება ხვდა წილად მეორე საკითხს: ბრიტანეთის პრემიერმა სტარმერმა, აი იმან, ტრამპმა რომ ბრძანა – „ამას რაზე უნდა ველაპარაკო, აზრზე არა ვარო“- მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე. ოღონდო, სტარმერმა, ამისთვის მე აშშ-ს გარანტიები მჭირდებაო, თლა ჩემ თავზე ამას ვერ ავიღებო – ისევ რომ დასცხოს რუსეთმა უკრაინას, მერე სა ჯანდაბაში გავიქცეო? ეს ალბათ არ უნდა ეთქვა, რადგანაც ამ პერსპექტივის წარმოდგენაზე ერთდროულად “დაზადნეს” ოლაფ შოლცმაც და იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ: “ნაადრევია…უადგილოა…არაეფექტურია” – ასეთი ეპითეტებით შეამკეს მათ სტარმერის ინიციატივა.
ყველაზე თამამი წინადადებით დაგვამახსოვრდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი: ისე და…იქნება რუსეთთან სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარების მოლაპარაკებებში – უკრაინაც ჩაგვერთოო? პრინციპში – ევროკავშირიცო. არ იქნებოდა ურიგო. ლიდერები შეთანხმდნენ ამ უპრეცედენტოდ თამამ და საინტერესო ინიციატივაზე გააგრძელონ კონსულტაციები. მთლიანობაში – “კრება დარჩა მხიარული“, “-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.