Uncategorized

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს გოგი თოფაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის, ბიზნესმენის, ამ ქვეყნის პატრიოტის, გიორგი (გოგი) თოფაძის გარდაცვალების გამო.

„გოგი თოფაძე იყო საქართველოს მე-5 (1999-2004 წწ.), მე-6 (2004-2008 წწ.), მე-8 (2012-2016 წწ.) მოწვევების პარლამენტის წევრი.

წლების განმავლობაში იყო ფრაქციების – „მრეწველების“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობასა და პოლიტიკურ პროცესებში.

იგი ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიისა. მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ბიზნესმენის“ წოდებები და „მეცენატის ოქროს მედალი“.

ქართული საზოგადოებისათვის მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ გოგი თოფაძის ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებას“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,305 ნახვა