სამართალი

გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ზუსტად ის ადამიანები ნერვიულობენ, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული

x

„რატომ არ უნდა მოვიდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანი, რომლის განცხადებასაც მნიშვნელობა აქვს?“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ზუსტად ის ადამიანები ნერვიულობენ, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული.

„[როგორც რადიკალები ამბობენ, რომ არ აღიარებენ საგამოძიებო კომისიას], ეს თუ ასეა, რატომ ნერვიულობენ მაშინ? [ეს რადიკალები, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები] პროკურატურას და შსს-საც არ აღიარებენ, მაგრამ რატომ რეკავენ მაშინ პოლიციაში, როცა სჭირდებათ? თუ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, მოვლენ და საგამოძიებო კომისიის კითხვებს უბრალოდ პასუხს გასცემენ. მაგრამ, აბა, ნახეთ ვინ ნერვიულობენ – ზუსტად ის ადამიანები, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული. თუ არ მოვლენ საგამოძიებო კომისიაზე, მოუწევთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,312 ნახვა