Uncategorized

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი ახალ სისტემაზე გადადის და თანამშრომლების მიღებას აცხადებს

თავდაცვის ახალი კოდექსისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი ახალ სისტემაზე გადადის და აცხადებს მიღებას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ისარგებლონ შემდეგი უპირატესობებით:

კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
სპეციალური წოდება;
მინიმალური თანამდებობრივი სარგო 1943 ლარი (დარიცხული);
საოჯახო სამედიცინო დაზღვევა;
კვებით უზრუნველყოფა;
ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა;
რეგისტრაცია ხელმისაწვდომია როგორც იმ მოქალაქეებისთვის, ვინც უკვე გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური, ასევე მათთვის ვისაც ჯერ არ გაუვლია.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ონლაინ პლატფორმაზე : https://hr.police.ge/select-vacancies/

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,942,514 ნახვა