საზოგადოება

“მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს…” – “ვივამედის” დირექტორის მიმართვა

მინ­და მივ­მარ­თო მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, ად­ვო­კა­ტებს, რომ და­არ­წმუ­ნონ სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია, ეს პირ­ველ რიგ­ში ეხე­ბა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი , – ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის” კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ „ბათ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ექი­მე­ბის სურ­ვი­ლია, ამაღლობელი სრუ­ლად და­ექ­ვემ­დე­ბა­როს მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, აცი­ლე­ბუ­ლი იყოს ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

“შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მისი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ყვე­ლა ის სიმპტო­მი, რაც ახა­სი­ა­თებს ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შიმ­ში­ლო­ბას. მინ­და მივ­მარ­თო მის კო­ლე­გებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, ოჯა­ხის წევ­რებს, ად­ვო­კა­ტებს, რომ და­არ­წმუ­ნონ მზია, რომ სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია. ეს პირ­ველ რიგ­ში ეხე­ბა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სრუ­ლად და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, აცი­ლე­ბუ­ლი იყოს ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი”,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

“ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა” და “ნეტ­გა­ზე­თის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი 37 დღეა შიმ­ში­ლობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,802 ნახვა